ორი ლეგიონერი უკრაინიდან - „დინამომ“ ახალწვეულები წარადგინა
ორი ლეგიონერი უკრაინიდან - „დინამომ“ ახალწვეულები წარადგინა

თბილისის „დინამომ“ თურქული შეკრება დაასრულა. თბილისში დაბრუნების შემდეგ გუნდმა პირველი ვარჯიში გამართა – თბილისელები 23 თებერვალს „მიხეილ მესხი 2“-ზე „საბურთალსოთან“ დაგეგმილი სუპერთასის მატჩისთვის ემზადებიან.

ცბობილი გახდა, რომ უკრაინიდან ჩამოსულმა „დინამომ“ ორ ახალ ფეხბურთელთან კონტრაქტები გააფორმა. პირველი მათგანი 21 წლის ბრაზილიელი შემტევი პერნამბუკუა (ჟოზე ვიტორ როდრიგეს და სილვა დოშ სანტოსი). „დინამოში” ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, თბილისურმა კლუბმა შემდგომში მისი გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. პერნამბუკუ ბრაზილიური „პორტუგეზას” აღზრდილია, ხოლო ბოლო პერიოდში საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ ღირსებას იცავდა.

26 წლის უკრაინელმა ფლანგის მცველმა ივან ტრუბოჩკინმა „დინამოსთან“ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. უკრაინელი ფეხბურთელი კიევის „დინამოს“ აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი შვედური „უმეას, კიევის „არსენალის”, ოდესის „ჩერნომორეცისა” და დონეცკის „ოლიმპიკის” ღირსებას იცავდა.