ორი კონკურენტი ჩამოტოვებულია - ჩიხურა მესამე ადგილზეა
ორი კონკურენტი ჩამოტოვებულია - ჩიხურა მესამე ადგილზეა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 29-ე ტურის შეხვედრები დაიწყო. ივანწმინდაში უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართა – ერთმანეთს მესამე ადგილისთვის მებრძოლი საჩხერის „ჩიხურა“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მიშიკო სარდალიშვილმა 39-ე წუთზე გახსნა, 44-ეზე კი დუბლი შეასრულა და მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა – 2:0. 63-ე წუზე გორელთა ნახევარმცველმა ნოდარ ქავთარაძემ სხვაობა შეამცირა, თუმცა სტუმრებმა ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და „ჩიხურამ“ 2:1 მოიგო.

ამ გამარჯვებით საჩერელებმა 50 ქულა მოაგროვეს და ერთდროულად ორ გუნდს გაასწრეს: „დილა“ (49 ქულა) მესამე ადგილიდან ჩამოაქვეითეს და სამეულში თავად დაწინაურდნენ, „ტორპედომ“ (48 ქულა) კი დროებით მეხუთეზე დაიხია.

უქმეებზე დარჩენილი 4 მატჩი გაიმართება: შაბათს, 20 ოქტომბერს, ბოლნისის „სიონი“ „მიხეილ მესხი 2“-ზე „სამტრედიას“ უმასპინძლებს, კვირას, 21 ოქტომბერს კი სამი მატჩი დაიგეგმა: ქუთაისის „ტორპედო“ „რამაზ შენგელიაზე“ „რუსთავს“ მიიღებს, „საბურთალო“ „მიხეილ მესხზე“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს, ხოლო თბილისურ დერბს „დინამო არენა“ უმასპინძლებს: თბილსის „დინამო“ „ლოკომოტივს“ შეხვდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 16:00 საათზე პირველი არხი შემოგთავაზებთ.