ორი იუბილე - ნადარაიამ და კვერნაძემ ელიგაში 100 მატჩი ჩაატარეს #1TVSPORT
ორი იუბილე - ნადარაიამ და კვერნაძემ ელიგაში 100 მატჩი ჩაატარეს #1TVSPORT

„სამტრედიასთან“ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მატჩი ქუთაისის „ტორპდოს“ ორი ფეხბურთელისთვის საიუბილეო აღმოჩნდა – ცოტნე ნადარაიას და ოთარ კვერნაძეს უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 100-100 მატჩი დაუგროვდათ. იუბილეს მისალოცად კლუბმა მათ სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

29 წლის თავდამსხმელი ოთარ კვერნაძე ქუთაისელია. მისი დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში 2012 წელს „ზესტაფონში“ შედგა. 2014 წლის ზამთარში გადავიდა ქუთაისის „ტორპედოში“. ასევე თამაშობდა „დინამო თბილისში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, ფოთის „კოლხეთსა“ და ლიეტუვასვიტისში“. იყო საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრი.

ცოტნე ნადარაია 24 წლისაა. მარცხენა მცველი „საბურთალოს“ აღზრდილია და მისი ფორმით 2015-1019 წლებში თამაშობდა. ქუთაისის „ტორპედოში“ 2019 წელს გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წვერი.