ორი გერმანული ვერსია ჩაკვეტაძეზე - თუ ასე ითამაშებს, „ჰამბურგი“ „გენტს“ უნდა დაუკავშირდეს #1TVSPORT
ორი გერმანული ვერსია ჩაკვეტაძეზე - თუ ასე ითამაშებს, „ჰამბურგი“ „გენტს“ უნდა დაუკავშირდეს #1TVSPORT

დარჩება თუ არა სეზონის დასრულების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგში“? ამის შესახებ გერმანულ მედიაში ორი ვერსია გაჟრედა. გამოცემა „ფრანკფუტერ რუნდშაუ“ ამტკიცებს, რომ მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერს ამჟამად არ აქვს ისეთი ფინანსური რესურსი, რომ „გენტიდან“ 22 წლის ქართველი შემტევის ტრანსფერი გამოისყიდოს.

 

ფრანკფუტერ რუნდშაუ“

„დარჩება თუ არა 2022 წლის ზაფხულის შემდეგ „გენტიდან“ იჯარით დამატებული გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგში“? „ჰაიდენჰაიმის“ წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა 25 წუთი შესანიშნავად ითამაშა. თუმცა, „ჰამბურგს“ ახალგაზრდა ქართველის გამოსყიდვის ოფციონი არ აქვს, იჯარა კი ზაფხულში მთავრდება.

„ჰამბურგში“ ჯერ არც გოლი და არც საგოლე პასი არ გაუკეთებია. თუმცა, თუ ამას ელოდებით ახალი ხელმოწერისგან, ალბათ რეალობისგან შორს ცხოვრობთ. გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰაიდენჰაიმთან“ მხოლოდ 25 წუთი ითამაშა, მაგრამ გულშემატკივრების გული მოიგო ბურთის მიღებისა და გადაცემის შემოქმედებითი მიდგომით. ახალგაზრდა ქართველის ნება კი ნათელია – მას გერმანიაში დარჩენა სურს. როგორც ჩანს, „ჰამბურგს“ ზამთარში განხორციელებულ ტრანსფერში გაუმართლა“.

 

24 hamburg

გიორგი ჩაკვეტაძის თემაზე წერილი „24hamburg-შიც“ გამოქვეყნდა. ავტორის შეფასებით, ქართველი შემტევი ასე განაგრძობს, „ჰამბურგი“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვაზე დაფიქრდება.

„ახალგაზრდა ქართველმა გერმანიაში თავის მომავალზე შემდეგი თქვა: „ამაზე მოგვიანებით შეგვიძლია ვისაუბროთ. გერმანიაში პირველად ვარ. ჰამბურგი ულამაზესი ქალაქია. აქ ცხოვრება მშვენიერია“.

რა ვარიანტები აქვს „ჰამბურგს“, რომ ახალგაზრდა ტალანტი ნახევარდაცვაში გრძელვადიანი პერსპექტივით დაიმატოს? სეზონის ბოლოს „ჩაკი“ დიდი ალბათობით დაშორდება გუნდს, რადგან დიდი ხანია, სერიოზული ტრანსფერი არ განუხორციელებიათ. მაგრამ თუ ჩაკვეტაძე განაგრძობს ასე კარგად თამაშს, „ჰამბურგის“ სპორტული დირექტორი იონას ბოლდტი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს „გენტს“ და ტრანსფერზე შეუთანხმდეს.

ამასობაში გულშემატკივრები ელიან, როგორ განვითარდება ვითარება 22 წლის ქართველის ირგვლივ. გიორგი ჩაკვეტაძეს შეუძლია მომდევნო ტურებში საკუთარ თავს უფრო დიდი რეკლამა გაუწიოს“.