ორი განსხვავებული ტაიმი - საქართველოს ნაკრები ათენში საბერძნეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ორი განსხვავებული ტაიმი - საქართველოს ნაკრები ათენში საბერძნეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ათენის აკროპოლისის თასზე მეორე მატჩი ითამაშა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი მასპინძელ საბერძნეთს დაუპირისპირდა და 67:80 დამარცხდა.

საბერძნეთის ნაკრებში არ უთამაშია მათ ლიდერ იანის ანტეტოკუნმპოს, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა დაასვენა. საქართველოს ნაკრებსაც აკლია NBA-ის კალათბურთელი – გოგა ბითაძე, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს და ჩვენი ინფორმაციით ის 24 აგვისტომდე თბილისში ჩამოვა. მატჩის წინ საქართველოში გამოფრინდა საქართველოს ნაკრების წინახაზელი ილია ლონდარიძე, რომელსაც მამა გარდაეცვალა.

მაყურებელმა საბერძნეთი-საქართველოს მატჩში ორი განსხვავებული ტაიმი იხილა: პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში მწყობრად ითამაშა და მეტოქეს 20 წუთში მხოლოდ 34 ქულა ჩააგდებინა. 37:34 პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

საინტერესოა, რომ ბერძნებმა საწყის ორ პერიოდში 2 სამიანი გამოიყენეს. დიდ შესვენებაზე, როგორც ჩანს მეტოქის მწვრთნელმა შეგირდებს პერიმეტრზე აქცენტის გაკეთება დაავალა და მეორე ტაიმის საწყის 7 წუთში მასპინძლებს 9 ტყორცნიდან 5 სამიანი ჰქონდათ გამოყენებული. საბერძნეთი 8 ქულით დაწინაურდა და მატჩის ბოლომდე დიდი მცდელობის მიუხედავად საქართველომ თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლო.

ილიას ზუროსმა კი როტაციაში არაერთი ვარიანტი მოსინჯა და რამდენად კმაყოფილი დარჩა, მოგვიანებით შევიტყობთ. თუმცა როდესაც თამაშს აგებ, კმაყოფილების საბაბი ნაკლებადაა.

19 აგვისტოს აკროპოლისის თასზე საქართველოს ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.


საქართველო-საბერძნეთი 67:80

21:16, 16:18, 10:22, 20:24

საქართველო: ცინცაძე (2პ), მაკფადენი (6ქ), მამუკელაშვილი (21ქ, 8მ), შენგელია (13ქ, 9მ), შერმადინი (13ქ, 9მ), ანდრონიკაშვილი (9ქ), ბურჯანაძე (2ქ, 9მ), სანაძე (3ქ), ფევაძე, ბოქოლისვილი, ბექაური.

საბერძნეთი: დორსი (10ქ, 5პ), ლუნცისი (8ქ), ლარენცაკისი (6ქ), აგრავანისი (1ქ), კალათესი (5ქ), სლუკასი (21ქ), პაპანიკოლაუ (3ქ), პაპაპეტრუ (6ქ), გონტიკასი (3ქ), კ. ანტეტოკუნმპო (10ქ), კასელაკისი (4ქ), თ. ანტეტოკუნმპო (3ქ).


 

აკროპოლისის თასი

თურქეთი – საქართველო 101:88

საქართველო – საბერძნეთი 67:80

19.08 19:00

საქართველო – პოლონეთი

დატოვე კომენტარი