ორი ფანი „ბაიერნის“ მატჩს 12-მეტრიანი ხიდან უყურებდა
ორი ფანი „ბაიერნის“ მატჩს 12-მეტრიანი ხიდან უყურებდა

ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩებმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, თუმცა, „უნიონისა“ და „ბაიერნის“ მატჩში ორმა გულშემატკივარმა მაინც მოახერხა თამაშის „ცოცხლად“ ხილვა.

ბერლინური კლუბის ორი ფანი სტადიონთან ახლოს მდებარე 12-მეტრიან ხეზე ავიდა, – დაწერა გაზეთმა „ბილდმა“. მათ მოასწრეს მატჩის გარკვეული ნაწილის ყურება, შემდეგ კი ისინი პოლიციელებმა შეამჩნიეს და ხიდან ჩამოსვლა აიძულეს. გულშემატკივრებმა თავიდან აიცილეს სასჯელი – ისინი მხოლოდ სპორტული კომპლექსის ტერიტორიიდან გაიყვანეს.

„ბაიერნმა“ 26-ე ტურში სტუმრად 2:0 დაამარცხა ბერლინის „უნიონი“. გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ და ბენჟამენ პავარმა გაიტანეს. მიუნხენელები აგრძელებენ ლიდერობას ბუნდესლიგაში. უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ ისინი ოთხი ქულით უსწრებენ.