ორი „დინამოს“ მატჩში კრისტალბეთლიგის რეკორდი დამყარდა
ორი „დინამოს“ მატჩში კრისტალბეთლიგის რეკორდი დამყარდა

ორი „დინამოს“ მატჩში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა – „დინამო ბათუმისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი ლიგის არსებობის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ადამიანმა ნახა.

იუთუბარხზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საწყისი სამი წრის მატჩების ტრანსლაციების ნახვების რაოდენობამ 1 377 844 შეადგინა ანუ ფედერაციის იუთუბარხზე საშუალოდ თითო შეხვედრას 10 206 ნახვა გააჩნია.

ერთი მატჩის ნახვის რეკორდი კი მეორე წრეში დამყარდა. 4 მაისს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე მე-11 ტურის შეხვედრას ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის (ქუთაისელებმა ანგარიშით 3:2 მოიგეს) 33 722 ნახვა ჰქონდა.

ამჯერადაც რეკორდი ბათუმელების მონაწილეობით დამყარდა: 30-ე ტურში ანგისას ბაზაზე ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ მიიღო და ფრედ ითამაშა (1:1). შეხვედრის შედეგი საჩემპიონო ბრძოლაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა და გულშემატკივართა ინტერესი გამოიწვია: ბოლო მონაცემებით, კრისტალბეთლიგის იუთუბარხზე ორი „დინამოს“ მატჩზე 38 625 ნახვა დაფიქსირდა – ეს 5 000-ით უფრო მეტია, ვიდრე წინა სარეკორდო მაჩვენებელი.