ორი ბრინჯაოს შანსი პირველ დღეს - ეკატერინბურგის „გრანდ სლემი“ [ვიდეო]
ორი ბრინჯაოს შანსი პირველ დღეს - ეკატერინბურგის „გრანდ სლემი“ [ვიდეო]

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დაწყებულ წლის მესამე „გრანდ სლემზე“ დღეს ვაჟთა შორის მედლების ორი კომპლექტი თამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან, ტურნირის პირველ დღეს, ტატამზე სამი ძიუდოისტი გავიდა და საბოლოოდ ფინალურ ბლოკში ორი მათგანი მოხვდა. ლუხუმ ჩხვიმიანი და თორნიკე ნაგლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩხვიმიანი პირველივე რაუნდიდან ჩაერთო და იპონით ტაჯიკი დალერ ყურბანჯონოვი დაამარცხა.

მერვედფინალში ლუხუმმა ვაზა-არით ბრაზილიელ ფილიპე პელიმს მოუგო.

მეთხედფინალში ლუხუმი მასპინძელთა ფალავან, ისლამ იაშუევთან დამატებით დროში შიდოებით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.

დამამშვიდებელ რაუნდში ჩხვიმიანს მეტოქედ კიდევ ერთი რუსი, შახამატ გაჯიევი ერგო. საბოლოოდ ამ ორთაბრძოლის ბედიც დამატებით დროში, ისევ გაფრთხილებებით გადაწყდა. ამჯერად სამი შიდო მასპინძელთა ფალავანმა მიიღო და შედეგად ლუხუმი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც ჰოლანდიის ნაკრების წვრს, თორნიკე ჭკადუას დაუპირისპირდება.

ამავე წონაში ასპარეზობდა თემურ ნოზაძეც, რომელმაც პირველ შეხვედრა იპონით მოიგო, მეორეში კი ვაზა-არით დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბაგრატ ნინიაშვილმა პირველ წრეში დაისვენა, შემდეგ კი რუსი არამ გრიგორიანი იპონით, ფრანგი დანიელ ჯეინი კი ვაზა-არით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ნინიაშვილის მეტოქე კიდევ ერთი რუსი, ისა ისაევი იყო, რომელთანაც თანაბარი ორთაბრძოლის დამატებით დროში გაფრთხილებებით დამარცხდა და შედეგად, ჩხვიმიანის  მსგავსად ისიც ბრინჯაოს მედლისთის იჭიდავებს.

მესამე ადგილისვთის შეხვედრაში ქართველი ფალავანის მეტოქე იაპონელი თაროშ ფუჯისაკა იქნება. ფინალური ბლოკი 16:00-იდან დაიწყება.