ორი ამერიკელი მეოთხედფინალშია
ორი ამერიკელი მეოთხედფინალშია

როლან გაროსზე ქალებმაც დაიწყეს მერვედფინალში ურთიერთობის გარკვევა. წარმატებული დღე ჰქონდათ ამერიკელებს – მეოთხედფინალში გავიდნენ მედისონ კისი და სლოვან სტივენსი.

სტივენსმა შეაჩერა ესტონელი ანეტ კონტავეიტის შესანიშნავი სვლა, თან ეს ძალიან იოლად გააკეთა. სამი გეიმის შემდეგ, ბალტიისპირელი 2:1 დაწინაურდა, რის შემდეგაც, სტივენსმა ზედიზედ 11 გეიმი აიღო და პირველად გავიდა როლან გაროსის მეოთხედფინალში. თამაში მხოლოდ 52 წუთი გაგრძელდა.

ასევე პირველი მეოთხედფინალი ექნება როლან გაროსზე კისს. მასაც დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია რუმინელი მიხაელა ბუზარნესკუს წინააღმდეგ – 65 წუთში 6:1, 6:4 მოიგო.

1/8 ფინალის შედეგები:
პუტინცევა (ყაზ)-სტრიკოვა (ჩეხ, 26) 6:4, 6:3
კისი (აშშ, 13)-ბუზარნესკუ (რუმ, 31) 6:1, 6:4
სტივენსი (აშშ, 10)-კონტავეიტი (ესტ, 20) 6:2, 6:0
კასატკინა (რუს, 14)-ვოზნიაცკი (დან, 2) 7:6(5), 3:3 შეწყდა.