ორი ახალგაზრდა და ერთი გამოცდილი - „რუსთავში“ სამი ახალწვეულია #1TVSPORT
ორი ახალგაზრდა და ერთი გამოცდილი - „რუსთავში“ სამი ახალწვეულია #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ ერპვნული ლიგა 2-ის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო, რომლის დროსაც დაგეგმილია ამხანაგური მატჩები.

გუნდში საკადრო სიახლეებია – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „რუსთავი“ დატოვეს გოგი კულუამ, გურამ ლუკავამ, მიხეილ ქოჩაკიძემ და ზაქრო მირზაშვილმა. დამატებაზე კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ფეხბურთელთან.

ჯერ გუნდს მხოლოდ სამი ახალწვეული ჰყავს. ორი მათგანი ახალგაზრდაა – „რუსთავს“ ქობულეთის „შუქურადან“ გაგა გაზდელიანი შეუერთდა, ხოლო იჯარის წესით, ბათუმის „დინამოდან“ – მიხეილ ავალიანი.

საფეხბურთო კლუბის მესამე ახალწვეული კი გამოცდილი მეკარე რევაზ თევდორაძეა. „რუსთავის“ 34 წლის კიპერი ბოლოს თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა, უთამაშია საქართველოს ასაკობრივ და ეროვნული ნაკრებების შემადგენლობაში.