ორგანიზაცია RAF-ში მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს რემატჩი შედგა – გამარჯვება ამერიკელს დარჩა #1TVSPORT
ჭიდაობის ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში მსუბუქი წონის ტიტულისთვის ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და ჰენრი სეხუდო დაუპირისპირდნენ – ამერიკელმა პირველივე რაუნდში სუფთა გამარჯვება მოიპოვა.
პირველი შეხვედრა სპორტსმენებს შორის მიმდინარე წლის ივლისში თბილისში ჩატარდა და მერაბ დვალიშვილმა მოიგო. ქართველი 0:8 მარცხდებოდა და დაპირისპირების შემოტრიალება მოახერხა.
ამ სპორტსმენებს ერთმანეთთან UFC-შიც უჩხუბიათ – 2024 წელს მერაბ დვალიშვილმა მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
კლივლენდში გამართულ RAF-ის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც – 2016 წლის რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული ჯესი მენდესთან 2:7 დამარცხდა.