ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტი“ საქართველოში მიმდინარე „თეთრი ბარათის“ კამპანიას აფასებს
ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტი“ საქართველოში მიმდინარე „თეთრი ბარათის“ კამპანიას აფასებს

ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტი“ (‘Peace and Sport’) ეხმაურება საქართველოში მიმდინარე „თეთრი ბარათის“ კამპანიას. როგორც ორგანიზაცია თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს, კამპანია ჩვენს ქვეყანაში ორიგინალურად მიმდინარეობს და წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წყალქვეშ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

„თეთრი ბარათის“ კამპანია სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. საქართველო კამპანიას 2 აპრილიდან შეუერთდა. მასში ჩაერთნენ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და ლეგიონერები. სპორტის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2013 წლიდან აღინიშნება.