ორეგონის სენატორ რონ ვაიდენს სურს ენეს კანტერის დაცვა უზრუნველყოს
ორეგონის სენატორ რონ ვაიდენს სურს ენეს კანტერის დაცვა უზრუნველყოს

ენეს კანტერი უკვე დიდი ხანია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ღიად აკრიტიკებს. ამის გამო თურქი ცენტრი თავს არიდებს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას, რადგან სჯერა, რომ თურქეთის ხელისუფლებას და საიდუმლო აგენტებს მისი ლიკვიდაცია, ან თურქეთში ექსტრადირება სურთ. ამ შემთხვევაში კი კანტერს სამუდამო სასჯელი ემუქრება.

კალათბურთელმა არსებული პრობლემის გამო საკუთარ გუნდთან ერთად ლონდონში წასვლა ვერ შეძლო. ორეგონის სენატორმა რონ ვაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს წერილით მიმართა. საბოლოოდ შეერთებული შტატების მთავრობამ თურქი სპორტსმენისთვის დახმარების აღმოჩენა გადაწყვიტა. ენეს კანტერს სპეციალური დაცვა მოემსახურება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მის უსაფრთხოებაზე იზრუნებს.