„ორდაბასის“ ფეხბურთელებს „ტორპედოსთან“ გამარჯვებისთვის ოთხმაგ პრემიას დაჰპირდნენ #1TVSPORT
შიმკენტის „ორდაბასის“ ხელმძღვანელობამ ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამარჯვებისთვის ფეხბურთელებისთვის პრემია გააოთხმაგა – ინფორმაციას Sports24.kz ავრცელებს.
„ჩვენი ინფორმაციით, თუ ადრე ფეხბურთელები გამარჯვებისთვის 500 ათას ტენგეს (დაახლოებით 950 დოლარი) იღებდნენ, ახლა თითოეულ მოთამაშეს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში წარმატებული შედეგისთვის ორ მილიონ ტენგეს (3,800 დოლარს) დაჰპირდნენ. ეს ნაბიჯი კლუბისთვის ევროტურნირების მატჩის მაღალი მნიშვნელობითა და ფეხბურთელების მაქსიმალურად მოტივაციის სურვილით აიხსნება.
თბილისში პირველი შეხვედრა „ორდაბასმა“ 3:4 წააგო. მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ანდრეი მარტინის გუნდს ორი ბურთის სხვაობით მოგება სჭირდება“, – წერია Sports24-ის გავრცელებულ ცნობაში.