ორ ქართველ ძიუდოისტს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს #1TVSPORT
ორ ქართველ ძიუდოისტს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ორ სპორტსმენს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს, – ამის შესახებ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერმა მასანორი ტაკაიამ განაცხადა.

ტაკაიას თქმით, მათ დატოვეს ოლიმპიური სოფელი, სადაც სპორტსმენები ცხოვრობენ და COVID რეგულაციების გამო ამის უფლება არ ჰქონდათ.

„ჩვენ მათ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან ვფიქრობთ, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერმა, მაგრამ მათი ვინაობა არ გაუმხელია.

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ესენი ქართველი ძიუდოისტები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ძიუდოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა 30 ივლისს დაასრულა და დღეს ღამე საქართველოში ბრუნდება, მიმდინარე ოლიმპიადაზე მათ ანგარიშზე 4 მედალია (1 ოქრო, 3 ვერცხლი), რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ჯამში საქართველოს ოლიმპიური ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა.