ორ ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანთან - საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროშესარჩევი ეტაპისთვის ემზადება #1TVSPORT
ორ ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანთან - საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროშესარჩევი ეტაპისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის ნაკრებს ორ შეხვედრაში უმასპინძლებს. 14 და 16 აპრილს მატჩები თბილისში გაიმართება.

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდში ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა 30 მაისს გაირკვევა, მატჩები კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი ჰქონდა, სანამ პორტუგალიისა და ფინეთის ფედერაციებმა ლეგიონერების ლიმიტის გამო არ გვიჩივლეს.

შედეგად, ჩვენს გუნდს ლეგიონერების უმრავლესობა ვეღარ დაეხმარა, ჯგუფში მეორე ადგილის ნაცვლად ბოლო დაიკავა და ახალ ციკლს ავთანდილ ასათიანი, ფაქტობრივად, ახალი გუნდით დაიწყებს.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2025-ის შესარჩევი ციკლისთვის მზადება თებერვალში რუმინეთის ძლიერ ნაკრებთან თბილისში გამართული მატჩებით დაიწყო და ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით მოიგო – 4:2, 4:2.