ოქტომბრის შეხვედრებისთვის პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

16:39, 03.10.2025

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ოქტომბრის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

პორტუგალია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით 11 ოქტომბერს ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 14 ოქტომბერს – უნგრეთს.

შემადგენლობაშია გუნდის კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ, ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითადი შემადგენლობის სამი უცვლელი წევრი – ნუნუ მენდეში, ვიტინია და ჟოა ნევეში.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარები: დიოგო კოშტა („პორტუ“), ჟოზე სა („ვულვზი“), რუი სილვა („სპორტინგი“).

მცველები: დიოგო დოლო („მანჩესტერ იუნაიტედი“), ნელსონ სემედო („ვულვზი“), ნუნო მენდეში (პსჟ), რუბენ დიასი („მანჩესტერ სიტი“), გონსალო ინასიო („სპორტინგი“), ანტონიო სილვა („ბენფიკა“).

ნახევარმცველები: რენატო ვეიგა („ვილიარეალი“), ჟოაო პალინია („ტოტენჰემი“), რუბენ ნევეში („ალ ჰილალი“), ჟოაო ნევეში (პსჟ), მატეუშ ნუნეში („მანჩესტერ სიტი“), ვიტინია (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), პედრო გონსალვეში („სპორტინგი“), ბერნარდუ სილვა („მანჩესტერ სიტი“).

თავდამსხმელები: ჟოაო ფელიქსი („ალ ნასრი“), ფრანსისკო ტრინკაო („სპორტინგი“), ფრანსისკო კონსეისაო („იუვენტუსი“), პედრო ნეტუ („ჩელსი“), რაფაელ ლეაო („მილანი“), გონსალო რამოში (პსჟ), კრიშტიანუ რონალდუ („ალ ნასრი“).

მსგავსი