ოქტომბერის საფეხბურთო კალენდარი - საქართველოს ნაკრებები ხუთ შეხვედრას გამართავენ #1TVSPORT
ოქტომბერის საფეხბურთო კალენდარი - საქართველოს ნაკრებები ხუთ შეხვედრას გამართავენ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და ფუტსალის ნაკრებები ოქტომბერში ხუთ საშინაო მატჩს გამართავენ. თამაშებთან და ბილეთებთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციამ ინფორმაცია გაავრცელა.


საქართველოს ეროვნული ნაკრები


12 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კვიპროსს უმასპინძლებს.

12 ოქტომბერი

20:00 | საქართველო – ტაილანდი

ბილეთის ფასი: 10, 20 და 30 ლარი

15 ოქტომბერი

17:00 | საქართველო – კვიპროსი

ბილეთის ფასი: 10, 30 და 50 ლარი


21-წლამდე ნაკრები


საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ბათუმში ნიდერლანდებისა და შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს უმასპინძლებს.

12 ოქტომბერი

18:00 | საქართველო – ნიდერლანდები

ბილეთის ფასი: 10 და 15 ლარი

17 ოქტომბერი

19:00 | საქართველო – შვედეთი

ბილეთის ფასი: 10 და 15 ლარი


ფუტსალის ეროვნული ნაკრები


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის მესამე მატჩს 7 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

7 ოქტომბერი

19:00 | საქართველო – ფინეთი

ბილეთის ფასი: 5 ლარი

მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე 2 ოქტომბერს დაიწყო.