ოქსფორდში უცნობმა პირმა შენობის აივნიდან ცეცხლი გახსნა
ოქსფორდში უცნობმა პირმა შენობის აივნიდან ცეცხლი გახსნა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში უცნობმა პირმა შენობის აივნიდან ცეცხლი გახსნა. BBC-ის ინფორმაციით, საპასუხო ცეცხლი გახსნა პოლიციამაც. ინციდენტის შედეგად, სამედიცინო დახმარება ერთ ადამიანს დასჭირდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა ქალაქ ოქსფორდის რაიონ Paradise Square-ში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო ვერტმფრენი და პოლიცის 10 მანქანა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მან 20-მდე გასროლის ხმა გაიგო. მისი თქმით, მამაკაცმა აივნიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ეზოში გადახტა, სადაც მისი დაკავება პოლიციამ სცადა.

ინციდენტის დროს, სამართალდამცველებმა ახლომდებარე ქუჩები გადაკეტეს, მოსახლეობას კი სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

პოლიცია მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებს.