ოქსანა კალაშნიკოვამ „როლან გაროსის“ პირველი წრე გაიარა

19:48, 30.05.2019

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წარმატებით დაძლია „როლან გაროსზე“ ქალთა წყვილების ტურნირის პირველი წრე. მან შვედ რებეკა პეტერსონთან დუეტში დაამარცხა ფრანგების წყვილი სელენა იანიჩევიჩისა და ობან დროგეს შემადგენლობით – 6:2, 6:2.

პირველ სეტში ქართველმა და შვედმა ორი ბრეიკის წყალობით მოიგეს, მეორეში კი მეტოქის ყველა მოწოდება აიღეს, საკუთარი კი ორჯერ დათმეს. საბოლოოდ, შეხვედრა საათსა და 14 წუთში დასრულდა.

ხვალ, კალაშნიკოვა და პეტერსონი 1/16 ფინალში მეექვსე ნომრად განთესილ წყვილს შეხვდებიან. მათი მეტოქეები არიან – ბელარუსი არინა საბალენკა და ბელგიელი ელიზ მერტენსი.

კალაშნიკოვას პარტნიორი რებეკა პეტერსონი როლან გაროსზე ერთეულებშიც გამოდიოდა. პირველ წრეში მან უკრაინელ იულია პუტინცევას მოუგო, მეორეში დამარცხდა ხორვატ დონა ვეკიჩთან სამ სეტში.

მსგავსი