ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ 2019 წლის სეზონი მოგებით დაიწყო. მან ჩინეთის ქალქ შენჟენში WTA-ის ტურნირის პირველი წრე 23 წლის რუმინელთან, მსოფლიოს 123-ე ჩოგანთან ირინა მარინ ბარასთან წყვილში მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.
კალაშნიკოვასა და ბარას დუეტმა რუსი იანა სიზიკოვასა და მონტენეგროელი დანკა კოვიჩინის დუეტი დაამარცხა – 6:3, 6:1. შეხვედრა საათი და სამი წუთი გაგრძელდა.
ქართულ-რუმინულმა დუეტმა 11-დან ხუთი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო, საკუთარ მოწოდებაზე კი ექვსიდან ხუთი ამგვარი საფრთხე მოიგერია.
კალაშნიკოვასა და ბარას მეტოქე მეოთხედფინალში ორშაბათს გაირკვევა.