ოქსანა კალაშნიკოვა - სამწუხაროა იმის გაგება, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ #1TVSPORT
ოქსანა კალაშნიკოვა - სამწუხაროა იმის გაგება, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა საკუთარ „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ ჩოგბურთელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება შეეძლო.

„ძალიან სამწუხაროა იმის გაგება, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაუგზავნიათ. ამ ტურნირზე მონაწილეობის მიღება ჩემი ოცნება იყო. ახლა უბრალოდ ტირილი მინდა.

ოლიმპიური თამაშები სულ სხვა მოვლენაა, წყვილთა თანრიგი კი სხვა სახეობების მსგავსად მნიშვნელოვანია. უმეტესობა ქვეყანაში ამაყობენ, როცა უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავთ ოლიმპიადაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემს ქვეყანაში არა“, – წერს კალაშნიკოვა.