ოქროსა და ბრინჯაოს შანსი დიუსელდორფის გრანდ სლემზე-ძიუდო
ოქროსა და ბრინჯაოს შანსი დიუსელდორფის გრანდ სლემზე-ძიუდო

დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში იგი მასპინძელ ძიუდოისტს იოჰანეს ფრეის დაუპირისპირდება.

თუშიშვილმა ნახევარფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვა გაფრთხილებებით დაამარცხა. დღესვე მეორე ქართველი ბექა ღვინიაშვილი (90კგ) ბრინჯაოს მედლისთვის აზებაიჯანელ მამადალი მეჰდიევს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ხოლო პირველ საშეჯიბრო დღეს მეორე ადგილი ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) მოიპოვა.

ფინალური ბლოკი 20.00 საათზე დაიწყება.