ოქროს ბურთისთვის იუვენტუსიდან ორი ფეხბურთელი იბრძოლებს
ოქროს ბურთისთვის იუვენტუსიდან ორი ფეხბურთელი იბრძოლებს

ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ (France Football) 2018 წლის „ოქროს ბურთის“ 30 პრეტედენტი დაასახელა და მათ შორის „იუვენტუსის“ ორი ფეხბურთელია – კრიშტიანო რონალდო და მარიო მანჯუკიჩი.

გამარჯვებულის ვინაობა 3 დეკემბერს გახდება ცნობილი. შეგახსენეთ, რომ „იუვენტუსის“ 6 ფეხბურთელს 8 „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული და კლუბებს შორის, ამ მაჩვენებლით, მესამე ადგილზეა. „ბებერი სინიორას“ წარმომადგენლებზე მეტჯერ ეს პრესტიჟული ჯილდო მხოლოდ „ბარსელონას“ (6 ფეხბურთელი, 11 „ოქროს ბურთი“) და „რეალის“ (6 ფეხბურთელი, 10 „ოქროს ბურთი“) ფეხბურთელებს მოუგიათ.