„ოქროს ბურთისთვის“ ისევ სალაჰი ლიდერობს, მბაპე მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
„ოქროს ბურთისთვის“ ისევ სალაჰი ლიდერობს, მბაპე მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT

კვლავ განახლდა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი და ტოპსამეულში პირველად შეაღწია მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ, რომელიც მეორე პოზიციაზეა. ფრანგი მხოლოდ „ლივერპულის“ ბომბარდირს, მოჰამედ სალაჰს ჩამორჩება.

ძირითადი პრეტენდენტების ტოპათეული ასე გამოიყურება:

  1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  2. კილიან მბაპე (რეალი)
  3. რაფინია (ბარსელონა)
  4. ლამინ იამალი (ბარსელონა)
  5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
  6. ვინისიუსი (რეალი)
  7. ჯუდ ბელინგემი (რეალი)
  8. ჰარი კეინი (ბაიერნი)
  9. ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი)
  10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)