„ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში სალაჰი და ვინისიუსი ლიდერობენ #1TVSPORT
ბუკმეიკერებმა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მთავარ ფავორიტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნეს.
როდესაც ფსონების მიღება დაიწყეს, „ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი მერვე ადგილზე იყო კოეფიციენტით – 21.0. დეკემბრის შუაში მან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა 6.0 კოეფიციენტით. ახლა კი ეგვიპტელი პირველ ადგილს იყოფს „რეალის“ ფორვარდთან ვინისიუსთან – „ოქროს ბურთის“ მოგებაზე მათი კოეფიციენტი შეადგენს 4.5-ს.
ბუკმეიკერთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
- ვინისიუსი (რეალი) – 4.50
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 4.50
- კილიან მბაპე (რეალი) – 6.00
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 7.00
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 8.00
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 11.00
- ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 11.00
- რაფინია (ბარსელონა) – 17.00
- ჰარი კეინი (ბაიერნი) – 17.00
- კოულ პალმერი (ჩელსი) – 21.00