„ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მესიმ ჰალანდს 105 ქულით გაასწრო #1TVSPORT
„ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მესიმ ჰალანდს 105 ქულით გაასწრო #1TVSPORT

ცნობილი გახდა, რამდენი ქულა დააგროვეს 2023 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მთავარმა ნომინანტებმა.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, „ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ 462 ქულა მიიღო. არგენტინელმა 105 ქულით გაასწრო გამოკითხვაში მეორე ადგილზე გასულ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს, ერლინგ ჰალანდს (357 ქულა). „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა, 270 ქულა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართა „ოქროს ბურთის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია. კარიერაში მერვედ ჯილდო ლიონელ მესიმ მოიპოვა.