„ოქროს ბურთის“ ყველა რეიტინგში მოჰამედ სალაჰი ლიდერობს #1TVSPORT
„ოქროს ბურთის“ ყველა რეიტინგში მოჰამედ სალაჰი ლიდერობს #1TVSPORT

განახლდა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგები.

ვებგვერდი Score 90 თებერვლის მდგომარეობით მთავარ ფავორიტად მიიჩნევს „ლივერპულის“ ფორვარდს, მოჰამედ სალაჰს. ვინისიუსმა „რეალიდან“ დაკარგა პოზიციები და მეოთხე ადგილზეა. მას გაუსწრეს რაფინიამ (ბარსელონა) და კილიან მბაპემ (რეალი). მეხუთე ადგილზეა „ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი.

Goal.com-ის ვერსიით ტოპ ხუთეული იმეორებს პირველ ორ ადგილს, მესამეზე კი ლამინ იამალია „ბარსელონიდან“. გარდა ამისა, ლევანდოვსკი მბაპეზე მაღლაა, ვინისიუსი კი საუკეთესო ხუთეულში საერთოდ ვერ მოხვდა – ბრაზილიელი მეექვსეა.

  1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  2. რაფინია (ბარსელონა)
  3. ლამინ იამალი (ბარსელონა)
  4. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
  5. კილიან მბაპე (რეალი)