„ოქროს ბურთის“ რეიტინგში სალაჰი მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
„ოქროს ბურთის“ რეიტინგში სალაჰი მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი 2025 წლის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მეორე ფავორიტი გახდა ბუკმეიკერების ვერსიით.

ეგვიპტელი 15 გოლით ლიდერობს პრემიერლიგის ბომბარდირთა სიას. წინა ფსონების მიხედვით, ის მერვე ადგილზე იყო (21.00), ახლა კი მეორე ადგილზეა.

სალაჰზე მაღლა მხოლოდ ვინისიუსია. „რეალის“ ფორვარდის გამარჯვებაზე კოეფიციენტია 6.0.

ამ რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. ვინისიუსი (რეალი) – 5.00
  2. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 6.00
  3. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 7.00
  4. კილიან მბაპე (რეალი) – 7.50
  5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 11.00

6-7. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 13.00

6-7. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 13.00

8-9. კოულ პალმერი (ჩელსი) – 15.00

8-9. რაფინია (ბარსელონა) – 15.00

  1. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 17.00