„ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებული როდრი კვლავ ტრავმირებულია და ერთ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT

07:56, 09.08.2025

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელი ნახევარმცველი როდრი ტრავმის გამწვავების გამო ვარჯიშს სრულფასოვნად ჯერ ვერ დაუბრუნდა და მოედანზე გასვლას, მინიმუმ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვერ შეძლებს.

„როდრი უკეთ გრძნობს თავს, თუმცა „ალ ჰილალთან“ მატჩში სერიოზული დაზიანება მიიღო. ბოლო დღეებში ვარჯიშობდა, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რათა სრულფასოვან კონდიციას დაუბრუნდეს. ვიმედოვნებთ, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ უკვე 100 პროცენტით მზად იქნება“, – განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ.

29 წლის ნახევარმცველი „სიტისთვის“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად ითვლება. ესპანელი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებულია. მან მუხლის ჯვარედინი იოგების დაზიანება გასული წლის სექტემბერში მიიღო და თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა.

მსგავსი