„ოქროს ბურთის“ განახლებულ რეიტინგში მესი ტოპ-სამეულიდან გამოვარდა
„ოქროს ბურთის“ განახლებულ რეიტინგში მესი ტოპ-სამეულიდან გამოვარდა

გამოქვეყნდა 2020 წლის „ოქროს ბურთის“ განახლებული რეიტინგი.

სიის ლიდერი კვლავინდებურად „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკია. მეორე ადგილზეა „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო, რომელიც წინა ვერსიით მეოთხე პოზიციას იკავებდა. სამეულს ავსებს კევინ დე ბრუინი. რაც შეეხება „ბარსელონას“ კაპიტანს, ლიონელ მესის, ის ერთი საფეხურით დაქვეითდა და მეოთხე პოზიციაზეა.

„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა სია:

1(1). რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

2(4). კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)

3(2). კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

4(3). ლიონელ მესი (ბარსელონა)

5(5). თომას მიულერი (ბაიერნი)

6(8). ქარიმ ბენზემა (რეალი)

7(6). ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი)

8(7). ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი)

9(9). კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი)

10(10). ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი)