„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულმა როდრიმ მოედანზე დასაბრუნებლად ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო #1TVSPORT
„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულმა როდრიმ მოედანზე დასაბრუნებლად ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა ნახევარმცველმა, „ოქროს ბურთის“ მოქმედმა გამარჯვებულმა, როდრიმ მძიმე ტრავმის შემდეგ ბურთთან ერთად ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო.

ნახევარმცველმა მუხლის ტრავმა გასული წლის სექტემბერში მიიღო და ოპერაციის გადატანა დასჭირდა. მან რეაბილიტაციის რამდენიმე ეტაპი გაიარა და უკვე ახლოსაა, სრული დატვირთვით ვარჯიშს დაუბრუნდეს.

სავარაუდოდ, როდრი ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მიმდინარე სეზონის დასასრულს შეძლებს, ასევე, დიდი ალბათობით, მას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვიხილავთ, რომელიც ივნისში აშშ-ში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში როდრიმ მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელ ვარსკვლავს, ვინისიუს ჟინიორს აჯობა.