„ოქროს ბურთის“ გამარჯვებული უსმან დემბელე მოედანზე ოქტომბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ დაბრუნდება #1TVSPORT
2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული უსმან დემბელე „პარი სენ-ჟერმენს“ ოქტომბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ დაუბრუნდება, – ამის შესახებ ფეხბურთელმა Telefoot_TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრავმის შემდეგ დემბელეს აღდგენითი პროცესი დადებითი დინამიკით მიმდინარეობს, ის უკვე შეუდგა ბურთით ვარჯიშს და სრულფასოვნად დატვირთვას რამდენიმე კვირის შემდეგ შეძლებს.
28 წლის დემბელემ ტრავმა აგვისტოში მიიღო და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ იღებდა.
2025 წლის ოქტომბრის სანაკრებო შესვენება 6 ოქტომბერს დაიწყება და 14-ში დასრულდება.
გასულ სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა.