„ოქროს ბურთი“ | ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად თბილისში Ballon d’Or-ის ფორუმი გაიმართება #1TVSPORT

13:01, 19.09.2026

ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად, თბილისი Ballon d’Or-ის კვირეულს უმასპინძლებს – ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი, Sports Orient-ი ავრცელებს.

მიზეზი ის არის, რომ პირველად ისტორიაში, ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და მხარდაჭერა სჭირდება – მსგავსი ტიტულისთვის ბრძოლა მოედანზე არანაკლები სიმძაფრით, მედიაშიც მიმდინარეობს და, შესაძლოა, ეს გადამწყვეტიც იყოს.

დაჯილდოების მთავარ ცერემონიამდე ერთი კვირით ადრე, Sports Orient-ის ინიციატივით, თბილისს მსოფლიო ფეხბრუთის ერთ-ერთ ლეგენდასთან ერთად, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან და ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს შესახებ დისკუსიებს გამართავენ.

ღონისძიებები ერთი კვირა გაგრძელდება, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება კი 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

მსგავსი