„ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში ისევ ლევანდოვსკი ლიდერობს #1TVSPORT
„ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში ისევ ლევანდოვსკი ლიდერობს #1TVSPORT

მორიგი საკლუბო უქმეების წინ 2024-25 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში „ბარსელონას“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილებს ჰარი კეინი და ალექს ტამი იყოფენ. ინგლისელმა ბუნდესლიგაში 14 გოლი გაიტანა და ეს რაოდენობა გერმანიის ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (2.0) მრავლდება. ესტონელმა ტამმა კეინზე ორჯერ მეტი გაიტანა, მაგრამ ესტონეთის პირველობის კოეფიციენტი (1.0) მინიმალურია. ამიტომაც ამ ფეხბურთელებს 28-28 ქულა აქვთ.

„ოქროს ბუცი” 2024-25. TOP20

  1. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, ესპანეთი) – 32 (16×2.0)
  2. ჰარი კეინი (ბაიერნი, გერმანია) – 28 (14×2.0)
  3. ალექს ტამი (კალიუ, ესტონეთი) – 28 (28×1.0)
  4. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი, პორტუგალია) – 27 (18×1.5)
  5. ომარ მარმუში (აინტრახტი, გერმანია) – 26 (13×2.0)
  6. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) – 26 (13×2.0)
  7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ინგლისი) – 26 (13×2.0)
  8. რეჯინალდო რამირესი (რიგასი, ლატვია) – 25 (25×1.0)
  9. მატეო რეტეგი (ატალანტა, იტალია) – 24 (12×2.0)
  10. პალ კლეტსკარდი (კლაკსვიკი, ფარერები) – 23 (23×1.0)
  11. მანფრედ უგალდე (სპარტაკი, კოსტა რიკა) – 22.5 (15×1.5)
  12. ჯონათან დევიდი (ლილი, კანადა) – 22 (11×2.0)
  13. მარკუს ტურამი (ინტერი, საფრანგეთი) – 22 (11×2.0)
  14. კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი) – 22 (11×2.0)
  15. რაფინია (ბარსელონა, ბარსელონა) – 22 (11×2.0)
  16. ალიუნ ნდოიე (ვალმიერა, ლატვია) – 22 (22×1.0)
  17. კრისტიან ერიქსენი (მიოლდე, ნორვეგია) – 21 (14×1.5)
  18. ჯონათან ბურკარდტი (მაინცი, გერმანია) – 20 (10×2.0)
  19. მეისონ გრინვუდი (მარსელი, ინგლისი) – 20 (10×2.0)
  20. ბრედლი ბარკოლა (პსჟ, საფრანგეთი) – 20 (10×2.0)
  21. კრის ვუდი (ნოტინგემი, ზელანდია) – 20 (10×2.0)
  22. მეისონ გრინვუდი (მარსელი, ინგლისი) – 20 (10×2.0)
  23. ბრაიან მბეუმო (ბრენტფორდი, კამერუნი) – 20 (10×2.0)
  24. ანტე ბუდიმირი (ოსასუნა, ხორვატია) – 20 (10×2.0)
  25. ლივიუ ანტალი (ჟალგირისი, ლიეტუვა) – 20 (20×1.0)

“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.