„ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლას ლევანდოვსკი ლიდერობს, მესი და რონალდო ერთად მიდიან

15:50, 26.02.2021

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი დამაჯერებლად ლიდერობს 2021 წლის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლას. ამ მომენტისთვის პოლონელმა ბუნდესლიგაში 26 გოლი გაიტანა და 52 ქულა დააგროვა.

„ოქროს ბუცის“ რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

  1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 52 (26×2)
  2. კასპერ იუნკერი (ბოდო გლიმტი) – 40.5 (27×1.5)
  3. ამაჰლ პელეგრინო (კრისტიანსუნდი) – 37.5 (25×1.5)
  4. კრიშიანო რონალდო (იუვენტუსი) – 36 (18×2)
  5. ანდრე სილვა (აინტრახტი) – 36 (18×2)
  6. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 36 (18×2)
  7. პოლ ონუაჩუ (გენკი) – 34.5 (23×1.5)
  8. ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 34 (17×2)
  9. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 34 (17×2)
  10. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 34 (17×2)
  11. გეორგიოს გიაკუმაკისი (ვენლო) – 33 (22×1.5)
  12. ლუის სუარესი (ატლეტიკო) – 32 (16×2)
  13. კილიან მბაპე (პსჟ) – 32 (16×2)
  14. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნ) – 30 (15×2)
  15. ტომას ანრი (ჰევერლე) – 28.5 (19×1.5)
  16. ფილიპ ზინკერნაგელი (ბოდო გლიმტი) – 28.5 (19×1.5)
  17. ისააკ ტელინი (ანდერლეხტი) – 28.5 (19×1.5)
  18. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი) – 28 (14×2)
  19. ხერარდ მორენო (ვილიარეალი) – 28 (14×2)
  20. ლუის მურიელი (ატალანტა) – 28 (14×2)
  21. ჩირო იმობილე (ლაციო) – 28 (14×2)
  22. ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი) – 28 (14×2)
  23. მემფის დეპაი (ლიონი) – 28 (14×2)

„ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონზე ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP-5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.

მსგავსი