მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ შეიცვალა ლიდერი 2025 წლის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში. ლისაბონის „სპორტინგის“ ფორვარდმა, ვიქტორ დიოკერეშმა პოკერი შეასრულა „ბოავიშტასთან“ მატჩში, რის შემდეგაც პორტუგალიის ჩემპიონატში 38 გოლი დაუგროვდა და გადაასწრო „ლივერპულის“ ბომბარდირს, მოჰამედ სალაჰს.
„ოქროს ბუცი” 2024-25 TOP 20
| 1. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი) |
57 (38×1.5) |
| 2. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) |
56 (28×2.0) |
| 3. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) |
50 (25×2.0) |
| 4. ჰარი კეინი (ბაიერნი) |
48 (24×2.0) |
| 4. მატეო რეტეგი (ატალანტა) |
48 (24×2.0) |
| 6. კილიან მბაპე (რეალი) |
44 (22×2.0) |
| 6. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) |
44 (22×2.0) |
| 8. მიკა ბირეტი (შტურმი/მონაკო) |
42.5 (24×2) |
| 9. უსმან დემბელე (პსჟ) |
42 (21×2.0) |
| 9. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) |
42 (21×2.0) |
| 9. ომარ მარმუში (აინტრახტი/სიტი) |
42 (21×2.0) |
| 12. კრის ვუდი (ნოტინგემი) |
38 (19×2.0) |
| 12. პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) |
38 (19×2.0) |
| 12. მეისონ გრინვუდი (მარსელი) |
38 (19×2.0) |
| 15. ეფტიმიოს კულურისი (პოგონი) |
37.5 (25×1.5) |
| 16. ბრაიან მბუემო (ბრენტფორდი) |
36 (18×2.0) |
| 16. ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) |
36 (18×2.0) |
| 18. სემ სტეინი (ტვენტე) |
34.5 (23×1.5) |
| 19. სერუ გირასი (დორტმუნდი) |
34 (17×2.0) |
| 19. მოიზე კინი (ფიორენტინა) |
34 (17×2.0) |
„ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TO P5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.