ოქროს ბუცი 2025 – მოჰამედ სალაჰი სამი გოლით ლიდერობს #1TVSPORT
მორიგი საფეხბურთო უქმეების წინ „ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი კვლავ სათავეში უდგას 2024-25 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლას. ეგვიპტელმა შუა კვირაში „ასტონ ვილასთან“ ისევ გაიტანა და გაზარდა უპირატესობა უახლოეს მდევრებთან.
„ოქროს ბუცი” 2024-25. TOP20
| 1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) | 48 (24×2.0) |
| 2. ჰარი კეინი (ბაიერნი) | 42 (21×2.0) |
| 3. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) | 40 (20×2.0) |
| 3. მატეო რეტეგი (ატალანტა) | 40 (20×2.0) |
| 5. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) | 38 (19×2.0) |
| 6. ომარ მარმუში (აინტრახტი/სიტი) | 36 (18×2.0) |
| 6. კრის ვუდი (ნოტინგემი) | 36 (18×2.0) |
| 8. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) | 34 (17×2.0) |
| 8. კილიან მბაპე (რეალი) | 34 (17×2.0) |
| 10. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი) | 33 (22×1.5) |
| 11. უსმან დემბელე (პსჟ) | 32 (16×2.0) |
| 12. მოიზე კინი (ფიორენტინა) | 30 (15×2.0) |
| 13. პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) | 28 (14×2.0) |
| 13. კოულ პალმერი (ჩელსი) | 28 (14×2.0) |
| 13. ბრაიან მბუემო (ბრენტფორდი) | 28 (14×2.0) |
| 13. მეისონ გრინვუდი (მარსელი) | 28 (14×2.0) |
| 13. ტიმ კლაინდინსტი (გლადბახი) | 28 (14×2.0) |
| 18. სემ სტეინი (ტვენტე) | 27 (18×1.5) |
| 18. კრშიშტოფ პიონტეკი (ბაშაქშეჰირი) | 27 (18×1.5) |
| 20. მარკუს ტურამი (ინტერი) | 26 (13×2.0) |
| 20. ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) | 26 (13×2.0) |
| 20. ჯონათან ბურკარდტი (მაინცი) | 26 (13×2.0) |
| 20. რაფინია (ინტერი) | 26 (13×2.0) |
„ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP 5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.