ოქროს ბუცი 2025 - მოჰამედ სალაჰი ისევ ლიდერია, მაგრამ ეგვიპტელს ლევანდოვსკი მიუახლოვდა #1TVSPORT
მორიგი საფეხბურთო უქმეების წინ „ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი ინარჩუნებს პირველობას 2024-25 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში, თუმცა ეგვიპტელს ძალიან მიუახლოვდა „ბარსელონას“ ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი. დანარჩენი კონკურენტები საკმაოდ ჩამორჩნენ დაწინაურებულ დუეტს.
„ოქროს ბუცი” 2024-25. TOP20
| 1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) |
54 (27×2.0) |
| 2. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) |
50 (25×2.0) |
| 3. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი) |
45 (30×1.5) |
| 4. ჰარი კეინი (ბაიერნი) |
44 (22×2.0) |
| 4. კილიან მბაპე (რეალი) |
44 (22×2.0) |
| 4. მატეო რეტეგი (ატალანტა) |
44 (22×2.0) |
| 7. უსმან დემბელე (პსჟ) |
42 (21×2.0) |
| 7. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) |
42 (21×2.0) |
| 9. მიკა ბირეტი (შტურმი/მონაკო) |
40.5 (23×2) |
| 10. ომარ მარმუში (აინტრახტი/სიტი) |
40 (20×2.0) |
| 10. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) |
40 (20×2.0) |
| 12. კრის ვუდი (ნოტინგემი) |
36 (18×2.0) |
| 13. პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) |
34 (17×2.0) |
| 14. სემ სტეინი (ტვენტე) |
33 (22×1.5) |
| 15. მოიზე კინი (ფიორენტინა) |
32 (16×2.0) |
| 15. ბრაიან მბუემო (ბრენტფორდი) |
32 (16×2.0) |
| 17. ვიქტორ ოსიმენი (გალათასარაი) |
30 (20×1.5) |
| 17. მეისონ გრინვუდი (მარსელი) |
30 (15×2.0) |
| 17. ტიმ კლაინდინსტი (გლადბახი) |
30 (15×2.0) |
| 17. ჯონათან ბურკარდტი (მაინცი) |
30 (15×2.0) |
| 17. ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) |
30 (15×2.0) |
“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.