ოქროს ბუცი 2025 – მოჰამედ სალაჰი ისევ ლიდერია #1TVSPORT
მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ „ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი კვლავ სათავეში უდგას 2024-25 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლას. ეგვიპტელმა დუბლი შეასრულა და არ მისცა უახლოეს მდევრებს, ჰარი კეინსა და ერლინგ ჰალანდს მიახლოების საშუალება.
„ოქროს ბუცი“ 2024-25. TOP20
| 1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) | 42 (21×2.0) |
| 2. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) | 38 (19×2.0) |
| 2. ჰარი კეინი (ბაიერნი) | 38 (19×2.0) |
| 4. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) | 36 (18×2.0) |
| 5. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) | 34 (17×2.0) |
| 5. კრის ვუდი (ნოტინგემი) | 34 (17×2.0) |
| 7. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი) | 33 (22×1.5) |
| 8. მატეო რეტეგი (ატალანტა) | 32 (16×2.0) |
| 9. ომარ მარმუში (აინტრახტი/სიტი) | 30 (15×2.0) |
| 9. კილიან მბაპე (რეალი) | 30 (15×2.0) |
| 11. პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) | 28 (14×2.0) |
| 11. უსმან დემბელე (პსჟ) | 28 (14×2.0) |
| 11. კოულ პალმერი (ჩელსი) | 28 (14×2.0) |
| 11. ბრაიან მბუემო (ბრენტფორდი) | 28 (14×2.0) |
| 15. კრშიშტოფ პიონტეკი (ბაშაქშეჰირი) | 27 (18×1.5) |
| 16. მეისონ გრინვუდი (მარსელი) | 26 (13×2.0) |
| 16. მოიზე კინი (ფიორენტინა) | 26 (13×2.0) |
| 16. მარკუს ტურამი (ინტერი) | 26 (13×2.0) |
| 19. გი მელამედი (მაკაბი ჰ) | 25.5 (17×1.5) |
| 19. სემ სტეინი (ტვენტე) | 25.5 (17×1.5) |
„ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP 5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.