„ოქროს ბუცი“ 2025 - ჰარი კეინი დაწინაურდა, მბაპე მეორეა, ჰალანდი - მესამე #1TVSPORT
2025/26 წლების საკლუბო სეზონი თვეზე მეტია დაიწყო და გამოიკვეთა ფავორიტები „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში. დაწინაურდნენ ჰარი კეინი და პრიზის მოქმედი მფლობელი კილიან მბაპე, რომლებსაც მისდევენ ერლინგ ჰალანდი და სერუ გირასი.
„ოქროს ბუცი“ 2025/26
- ჰარი კეინი (ბაიერნი) 20 (10×2.0)
- კილიან მბაპე (რეალი) 14 (7×2.0)
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) 10 (5×2.0)
- სერუ გირასი (დორტმუნდი) 8 (4×2.0)
- ბრინიოლფურ ვილუმსონი (გრონინგენი) 7.5 (5×1.5)
- კლეიტონი (რიუ ავე) 7.5 (5×1.5)
- ალესანდრო ფოგტი (სტ. გალენი) 7.5 (5×1.5)
- პეტარ რატკოვი (ზალცბურგი) 7.5 (5×1.5)
“ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.