„ოქროს ბუცი 2025“ - დიოკერეში მბაპეს მხოლოდ 0.5 ქულით ასწრებს #1TVSPORT
„ოქროს ბუცი 2025“ - დიოკერეში მბაპეს მხოლოდ 0.5 ქულით ასწრებს #1TVSPORT

მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ არ შეცვლილა ლიდერი 2025 წლის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში. ლისაბონის „სპორტინგის“ ფორვარდი ვიქტორ დიოკერეში ისევ პირველ ადგილზეა, მაგრამ მხოლოდ ნახევარი ქულით ასწრებს „რეალის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს. პორტუგალიის ჩემპიონატი უკვე დასრულდა, ლა ლიგაში კი მბაპეს კიდევ ერთი მატჩი რჩება ჩასატარებელი. ასე რომ, ფრანგ ფორვარდს ერთი გოლიც ეყოფა დიოკერეშის გასასწრებად.

„ოქროს ბუცის“ მოპოვების მცირე შანსი რჩება მოჰამედ სალაჰს. „ლივერპულის“ ფორვარდმა პრემიერლიგის ბოლო ტურში მბაპეზე ორით მეტი გოლი უნდა გაიტანოს პრიზის მოსაპოვებლად.

„ოქროს ბუცი” 2024-25. TOP20

1. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი) 58.5 (39×1.5)
2. კილიან მბაპე (რეალი) 58 (29×2.0)
3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 56 (28×2.0)
4. ჰარი კეინი (ბაიერნი) 52 (26×2.0)
5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) 50 (25×2.0)
5. მატეო რეტეგი (ატალანტა) 50 (25×2.0)
7. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) 46 (23×2.0)
8. მიკა ბირეტი (შტურმი/მონაკო) 42.5 (24×2)
9. უსმან დემბელე (პსჟ) 42 (21×2.0)
9. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) 42 (21×2.0)
9. ომარ მარმუში (აინტრახტი/სიტი) 42 (21×2.0)
9. სერუ გირასი (დორტმუნდი) 42 (21×2.0)
9. პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) 42 (21×2.0)
9. მეისონ გრინვუდი (მარსელი) 42 (21×2.0)
9. ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) 42 (21×2.0)
16. ეფტიმიოს კულურისი (პოგონი) 40.5 (27×1.5)
17. კრის ვუდი (ნოტინგემი) 40 (20×2.0)
18. იოან ვისა (ბრენტფორდი) 38 (19×2.0)
18. ბრაიან მბუემო (ბრენტფორდი) 38 (19×2.0)
18. აიოსე პერესი (ვილიარეალი) 38 (19×2.0)

„ოქროს ბუცი“ გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP 5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.