„ოქროს ბუცი“ 2019/20 - ლევანდოვსკი რეიტინგის ლიდერია
„ოქროს ბუცი“ 2019/20 - ლევანდოვსკი რეიტინგის ლიდერია

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი 2020 წლის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ლიდერობს. გასული უქმეების შემდეგ, პოლონელი ევროპის საუკეთესო ბომბარდირთა რეიტინგის ლიდერი გახდა.

ამ მომენტისთვის, ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია) – 32 (16 გოლი x 2)

2. ერიკ სორგა (ლორა, ესტონეთი) – 29 (29 გოლი x 1)

3. ჩირო იმობილე (ლაციო, იტალია) – 28 (14 გოლი x 2)

4. ილია შკურინი (ენერგეტიკი, ბელარუსი) – 25.5 (17 გოლი x 1.5)

5-6. ერლინგ ჰაალანდი (ზალცბურგი, ავსტრია) – 22.5 (15 გოლი x 1.5)

5-6. მოჰამედ ბუია ტურაი (იურგორდენი, შვედეთი) – 22.5 (15 გოლი x 1.5)

7-9. ტიმო ვერნერი (ლაიპციგი, გერმანია) – 22 (11 გოლი x 2.0)

7-9. ჯეიმი ვარდი (ლესტერი, ინგლისი) – 22 (11 გოლი x 2.0)

7-9. ტომისლავ კისი (ჟალგირისი, ლიეტუვა) – 22 (22 გოლი x 1.0)

10-11. მუამერ ტანკოვიჩი (ჰამარბიუ, შვედეთი) – 21 (14 გოლი x 1.5)

10-11. კამილ ვილჩეკი (ბრუნდბიუ, დანია) – 21 (14 გოლი x 1.5)

„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე მრავლდება.