ოქროს ბუცი 2019/20 - ლევანდოვსკი ერთპიროვნული ლიდერი გახდა
ოქროს ბუცი 2019/20 - ლევანდოვსკი ერთპიროვნული ლიდერი გახდა

„ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი 2019-20 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლონელმა შაბათს, „ფორტუნას“ კარში დუბლი შეასრულა.

2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 58 (29 გოლი x 2.0)

2. ჩირო იმობილე (ლაციო) – 54 (27 გოლი x 2)

3. ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) – 48 (24 გოლი x 2.0)

4. ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი) – 44 (16 გოლი x 1.5, 10 გოლი x 2)*

5. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 42 (21 გოლი x 2.0)

6. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 38 (19 გოლი x 2.0)

6. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 38 (19 გოლი x 2.0)

8. კილიან მბაპე (პსჟ) – 36 (18 გოლი x 2.0)

8. ვისამ ბენ-იედერი (მონაკო) – 36 (18 გოლი x 2.0)

10. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 34 (17 გოლი x 2.0)

10. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 34 (17 გოლი x 2.0)

* – ერლინგ ჰაალანდმა ამ სეზონში „ზალცბურგის“ რიგებში 16 გოლი გაიტანა. ეს რიცხვი გამრავლდა ავსტრიის ჩემპიონატის სიძლიერის კოეფიციენტზე (1.5).

„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.