ოქროს ბუცი 2019/20 - იმობილე ისევ ლიდერობს, მესი ათეულში შევიდა
ოქროს ბუცი 2019/20 - იმობილე ისევ ლიდერობს, მესი ათეულში შევიდა

„ლაციოს“ ფორვარდი ჩირო იმობილე აგრძელებს ლიდერობას 2019-20 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში. იტალიელი ორი გოლით უსწრებს რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნიდან“. სამეულში შეაღწია „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ.

ესპანეთის ბოლო ტურში შესრულებული პოკერის წყალობით, ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ათეულში შევიდა „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი.

2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. ჩირო იმობილე (ლაციო) – 54 (27 გოლი x 2)

2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 50 (25 გოლი x 2.0)

3. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 42 (21 გოლი x 2.0)

3. ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) – 42 (21 გოლი x 2.0)

3. ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი) – 42 (16 გოლი x 1.5, 9 გოლი x 2)*

6. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 36 (18 გოლი x 2.0)

7. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 34 (17 გოლი x 2.0)

7. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 34 (17 გოლი x 2.0)

7. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 34 (17 გოლი x 2.0)

10. კილიან მბაპე (პსჟ) – 32 (16 გოლი x 2.0)

* – ერლინგ ჰაალანდმა ამ სეზონში „ზალცბურგის“ რიგებში 16 გოლი გაიტანა. ეს რიცხვი გამრავლდა ავსტრიის ჩემპიონატის სიძლიერის კოეფიციენტზე (1.5).

„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.