ოქროს ბუცი 2019/20 - იმობილე დამაჯერებლად ლიდერობს
ოქროს ბუცი 2019/20 - იმობილე დამაჯერებლად ლიდერობს

„ლაციოს“ ფორვარდი ჩირო იმობილე აგრძელებს ლიდერობას 2019-20 წლების სეზონის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში. იტალიელი ორი გოლით უსწრებს რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნიდან“. სამეულში დარჩა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო.

2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. ჩირო იმობილე (ლაციო) – 54 (27 გოლი x 2)

2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 50 (25 გოლი x 2.0)

3. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 42 (21 გოლი x 2.0)

3. ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) – 42 (21 გოლი x 2.0)

3. ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი) – 42 (16 გოლი x 1.5, 9 გოლი x 2)*

6. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 38 (19 გოლი x 2.0)

7. კილიან მბაპე (პსჟ) – 36 (18 გოლი x 2.0)

8. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 34 (17 გოლი x 2.0)

8. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 34 (17 გოლი x 2.0)

8. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 34 (17 გოლი x 2.0)

8. ვისამ ბენ-იედერი (მონაკო) – 34 (17 გოლი x 2.0)

* – ერლინგ ჰაალანდმა ამ სეზონში „ზალცბურგის” რიგებში 16 გოლი გაიტანა. ეს რიცხვი გამრავლდა ავსტრიის ჩემპიონატის სიძლიერის კოეფიციენტზე (1.5).

„ოქროს ბუცი” ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.