ოქროს ბუცი 2018 - მესი სალაჰს გაუთანაბრდა
ოქროს ბუცი 2018 - მესი სალაჰს გაუთანაბრდა

„ლეგანესის“ წინააღმდეგ შესრულებული ჰეთთრიკის შემდეგ, 2018 წლის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ლიდერ მოჰამედ სალაჰს გაუთანაბრდა. ეგვიპტელს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია „ლივერპულისა“ და „ევერტონის“ მერსისაიდულ დერბიში, რომელიც 0:0 დასრულდა.

2018 წლის „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში პირველი ათეული ასეთია:

1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 58 ქულა (29×2)
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) 58 (29×2)
3. ჩირო იმობილე (ლაციო) 52 (26×2)
3. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) 52 (26×2)
5. ჟონასი (ბენფიკა) 49,5 (33×1,5)
6. ედინსონ კავანი (პსჟ) 48 (24×2)
6. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) 48 (24×2)
6. მაურო იკარდი (ინტერი) 48 (24×2)
9. კრიშტიანუ რონალდუ (რეალი) 44 (22×2)
9. ლუის სუარესი (ბარსელონა) 44 (22×2)

„ოქროს ბუცის“ რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე. ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში გატანილი გოლი ორ ქულად ფასდება.