ოქროს ბუცი 2018/19 - მბაპე მესის მიუახლოვდა
ოქროს ბუცი 2018/19 - მბაპე მესის მიუახლოვდა

გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, ოქროს ბუცის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა კილიან მბაპემ ექვს ქულამდე (სამ გოლამდე) შეამცირა სხვაობა ლიონელ მესისთან.

ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 66 (33 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 60 (30 გოლი x 2.0)
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 44 (22 გოლი x 2.0)
4. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 42 (21 გოლი x 2.0)
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 42 (21 გოლი x 2.0)
4. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 42 (21 გოლი x 2.0)
4. მბაიე დიანი (გალათასარაი) – 42 (28 გოლი x 1.5)
8. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 40.5 (27 გოლი x 1.5)
9-10. დუვან საპატა (ატალანტა) – 40 (20 გოლი x 2.0)
9-10. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 40 (20 გოლი x 2.0)
11. ნიკოლა პეპე (ლილი) – 38 (19 გოლი x 2)
11. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 38 (19 გოლი x 2.0)
11. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 38 (19 გოლი x 2.0)
11. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 38 (19 გოლი x 2.0)
15. კრისტიან სტუანი (ჟირონა) – 36 (18 გოლი x 2.0)
15. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 36 (18 გოლი x 2.0)
15. სადიო მანე (ლივერპული) – 36 (18 გოლი x 2.0)
15. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი) – 36 (24 გოლი x 1.5)
19. ედინსონ კავანი (პსჟ) – 34 (17 გოლი x 2.0)
19. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 34 (17 გოლი x 2.0)
19. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი) – 34 (17 გოლი x 2.0)
19. არკადიუშ მილიკი (ნაპოლი) – 34 (17 გოლი x 2.0)
19. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) – 34 (17 გოლი x 2.0)
19. პაკო ალკასერი (დორტმუნდი) – 34 (17 გოლი x 2.0)

ოქროს ბუცი ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.