„ოქროს ბუცი“ 2018/2019 - ლიონელ მესი მეექვსე „ბუცთან“ ძალიან ახლოსაა
„ოქროს ბუცი“ 2018/2019 - ლიონელ მესი მეექვსე „ბუცთან“ ძალიან ახლოსაა

გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, ოქროს ბუცის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესი ისევ დამაჯერებლად ლიდერობს.

არგენტინელს ერთი მატჩი დარჩა ესპანეთის ჩემპიონატში და მისი მთავარი კონკურენტი პარი სენ-ჟერმენის  ფორვარდი კილიან მბაპე სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია.

ლიონელ მესი ძალიან ახლოს არის ამ პრიზის მეექვსედ მოგებასთან. მესის ოქროს ბუცი 2010, 2012, 2013, 2017 და 2018 წელს მოუპოვებია.

ამ მომენტისთვის ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 68 (34 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 60 (30 გოლი x 2.0)
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 52 (26 გოლი x 2.0)
4. მბაიე დიანი (გალათასარაი) – 45 (30 გოლი x 1.5)
5. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 44 (22 გოლი x 2.0)
5. დუვან საპატა (ატალანტა) – 44 (22 გოლი x 2.0)
5. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 44 (22 გოლი x 2.0)
5. სადიო მანე (ლივერპული) – 44 (22 გოლი x 2.0)
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 44 (22 გოლი x 2.0)
10. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 42 (21 გოლი x 2.0)
10. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 42 (21 გოლი x 2.0)
10. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 42 (28 გოლი x 1.5)
10. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 42 (21 გოლი x 2.0)
10. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 42 (21 გოლი x 2.0)
10. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 42 (21 გოლი x 2.0)
16. ნიკოლა პეპე (ლილი) – 40 (20 გოლი x 2)
17. დუშან ტადიჩი (აიაქსი) – 39 (26 გოლი x 1.5)
18. კრისტიან სტუანი (ჟირონა) – 38 (19 გოლი x 2.0)
19. ნიკოლაი კომლიჩენკო (ბოლესლავი) – 36 (24 გოლი x 1.5)
19. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 36 (18 გოლი x 2.0)

ოქროს ბუცი ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.