ოქრიაშვილს სამი ვარიანტი აქვს - ჰოლანდია, თურქეთი და რუსეთი
ოქრიაშვილს სამი ვარიანტი აქვს - ჰოლანდია, თურქეთი და რუსეთი

„თორნიკე ოქრიაშვილის ინიციატივა იყო „კრასნოდართან“ კონტრაქტის გაწყვეტა და არა – კლუბის. ეს მკაფიოდ უნდა ითქვას, რადგან საქართველოში დაიწერა, თითქოს, ის გუნდმა გაუშვა. ეს ტყუილია“ – ამბობს პირველ არხთან საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის მენეჯერი მამუკა ამიროვი.

მან პირველ არხთან თორნიკე ოქრიაშვილით დაინტერესებულ კლუბებზეც ილაპარაკა: „ბევრი ფაქტორი გადაება, რის გამოც გუნდის დატოვება გადაწყვიტა. მთავარია, რომ ახლა სრულიად ჯანმრთელია და ახალ სეზონს უდიდესი ენთუზიაზმით ელის. თორნიკესნაირ მოთამაშეს ვარიანტები სულ ექნება. მაგრამ უნდა მოხდეს ბალანსი – გუნდის დონესა და მოთამაშეს შორის. ამჟამად, რამდენიმე საინტერესო წინადადებაა ჰოლანდიიდან, თურქეთიდან და რუსული კლუბებიდანაც. მთავარია, კარგი ლიგა იყოს, მწვრთნელი და გუნდი ენდობოდეს და ითამაშოს. ქვეყანას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ „კრასნოდარმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თორნიკე ოქრიაშვილთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა.